თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თანხების გაფლანგვის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი გაიმართა. მოსამართლემ თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი ხაინდრავას, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ვლადიმერ ღუდუშაურისა და ჯუანშერ ბურჭულაძეს ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა. გამოძიება მათ 2023 წელს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვასა და გაფლანგვაში დახმარებას ედავება.
რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ – მაკა ლაშხიას ჩართვა #მოამბე