თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თანხების გაფლანგვის საქმე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ფაქტზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურს და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ახლო ნათესავს, ვასილ მხეიძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულებრივმა ჯგუფმა შეიმუშავა და სისრულეში მოიყვანა გეგმა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 333 728 ლარი გაიფლანგა. გამოძიება დაკავებულებს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება. საუბარია, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის 2023 წელს მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტზე. აღნიშნული ქმედება, სასჯელის სახით, 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის გავრცელებული ინფორმაციით, სამივე მათგანისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ.