თავდაცვის სამინისტროს განცხადება

განცხადებით ეხმაურება ტენდერებთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო.

უწყების წერილში აღნიშნულია, რომ სამინისტრო შესყიდვებს მხოლოდ საქართველოს შესაბამისი კანონდებლობით დადგენილი ნორმების ფარგლებში ახორციელებს და მოქმედებს მხოლოდ კანონის ფარგლებში.

სამინისტროში გამორიცხავენ, რომ ელექტრონულ ტენდერებში გამარჯვებულების გამოვლენა ხდებოდეს კანონის დარღვევით. რაც შეეხება საიდუმლო შესყიდვებს, ამ მიმართულებასაც არეგულირებს კანონი და შეუძლებელია მსგავს ტენდერში ჩაერთოს არაუფლებამოსილი კომპანია.