თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული ტექნიკა ახალ სარემონტო ბაზებზე შეკეთდება

15:29, 25.04.2018

თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული ტექნიკა ახალ სარემონტო ბაზებზე შეკეთდება.

ლოგისტიკის დღესთან დაკავშირებით, საავტომობილო ტექნიკის ახალი ბაზა დღეს თავდაცვის მინისტრმა გახსნა.

თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სარემონტო ბაზები ყველა ბრიგადის ტერიტორიაზე შეიქმნება და უწყება საავტომობილო და მძიმე ტექნიკის საკუთარი ძალებით შეკეთების შედეგად სამჯერ მეტ თანხას დაზოგავს.

მსგავსი