თავდაცვის სამინისტროს ახალი პროექტი

შეღავათით ისარგებლებენ სამხედროები და მათი ოჯახის წევრებიც. თავდაცვის სამინისტრო სწავლის გადასახადის ნახევარს დაუფარავს ყველა იმ სამხედრო მოსამსახურეს და მათ შვილებს, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ. პროექტში 20-ზე მეტი უნივერსიტეტია ჩართული.

განათლების მიღების ხელშეწყობის პროგრამისთვის, რომელიც მინისტრმა ჯერ კიდევ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლის დროს დააანონსა, დაახლოებით მილიონი ლარია გათვალისწინებული.