თავდაცვის მოსამზადებელი პროგრამა

საქართველოს თავდაცვის ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის წინამოსამზადებელ სწავლებას გადის. მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის „ჩარლი“ ასეულმა ათეულის დონის საველე სიტუაციური სწავლება მე-13 ბატალიონის ბაზის საწვრთნელ ტერიტორიაზე ჩაატარა.

ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეებმა თავდაცვითი და შეტევითი ოპერაციები განახორციელეს. ქვედანაყოფმა წინამოსამზადებელი სწავლების ინდივიდუალური და ათეულის დონის მომზადება სხვადასხვა ლოკაციებზე უკვე გაიარა.

ათეულის დონის წვრთნების დასრულების შემდეგ, მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონი ოცეულის დონეზეც გაივლის მომზადებას და საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში უშუალოდ ჩაერთვება.

დატოვე კომენტარი