თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის მოსმენა

თითქმის ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ისევ მთავრობაში. პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილს ამჯერად თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის რანგში მოუსმინა.

საპარლამენტო ტრიბუნიდან ყოფილმა პრემიერმა რამდენიმე ინიციატივა დააანონსა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობის კანდიდატი საქართველოში იარაღის წარმოების ხელშეწყობას და ტყვიის საწარმოს მშენებლობას გეგმავს. მინისტრობის კანდიდატი სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის რეფორმასაც აანონსებს. ამ კონტექსტში დღეს ღარიბაშვილმა მწვავედ გააკრიტიკა „გირჩის“ ის ინიციატივა, რომელიც რელიგიურ ორგანიზაციაში გაწევრიანების შემთხვევაში ახალგაზრდებს სამხედრო სამსახურის გავლისგან ათავისუფლებს.

ექს-პრემიერს ყოფილი თანაგუნდელების მწვავე კითხვების მოსმენაც მოუხდა. საპარლამენტო უმრავლესობიდან წასულმა დეპუტატებმა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს რამდენიმე გახმაურებულ საქმეზე, მათ შორის მოსამართლეების საკითხზეც ჰკითხეს.

საკომიტეტო მოსმენამ დღესაც ოპოზიციის გარეშე ჩაიარა.