თავდაცვის მინისტრის ყოველწლიური მოხსენება - რაზე გაამახვილა ყურადღება ლევან იზორიამ  

თავდაცვის მინისტრი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარდგა. ლევან იზორიას დეპუტატებმა თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს.

მინისტრმა ძირითადად ყურადღება თავდაცვის სამინისტროში დაგეგმილ და მიმდინარე რეფორმებზე გაამახვილა. მისი განცხადებით, უწყებაში ჩატარებული ოპტიმიზაციის შედეგად დაზოგილი თანხები, თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად გამოიყენეს, რასაც ქვეყანას ნატო-ს სტანდარტი ავალდებულებს.

ისტორიული უწოდა მინისტრმა ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემის, ჯაველინის საქართველოსთვის გადაცემის ფაქტს, რაც მისი თქმით, მეტყველებს ამერიკელი პარტნიორების მაღალ ნდობაზე.

გურამ როგავა დეტალებით.