თავდაცვის მინისტრის შეფასება

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი ე.წ. პრემიერის, სერგეი შამბას მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველო  ყოველთვის მზად არის დიალოგისა და მშვიდობიანი პოლიტიკის გამყარებისთვის.

ლევან იზორია განმარტავს, რომ მშვიდობიანი პოლიტიკის და რეალური დიალოგის წინაპირობა რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აღებული ვალდებულებების შესრულებაა.

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა ე.წ. პრემიერ-მინისტრმა, სერგეი შამბამ გამოცემა „ეხო მასკვისთან“  ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართველები მტრად არ მიაჩნია და საქართველოში მეგობრებიც ჰყავს.