თავდაცვის მინისტრის გამოსვლა პარლამენტში

მწვავე კითხვები თავდაცვის მინისტრს.

მთავარი აქცენტები ჯარის აღჭურვილობაზე, სამხედროების მდგომარეობასა და შესაძლო კორუფციაზე გაკეთდა.

„ევროპულმა საქართველომ“ მოითხოვა პლენარულ სხდომას დასწრებოდა ეკატერინე ქვლივიძე. მფრინავი, რომელმაც უწყება დატოვა და ამის მიზეზად დისკრიმინაცია დაასახელა.

პარლამენტში თავდაცვის მინისტრის გამოსვლა ამ წუთებშიც გრძელდება. საკუთარ მოხსენებაში ლევან იზორიამ ნატო-სთან ურთიერთობაზე, ამერიკასა და ევროკავშირთან პარტნიორობაზე ისაუბრა.