თავდაცვის მინისტრი ვაშინგტონში შეხვედრებს მართავს

აშშ-ში ვიზიტად მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვაშინგტონში შეხვედრებს განაგრძობს. ლევან იზორიამ ევრაზიის რეგიონის საკითხებზე მომუშავე ექსპერტებთან მრგვალი მაგიდის ფორმატში დისკუსია გამართა, რომელსაც მოდერატორობა ამერიკელმა დიპლომატმა და ატლანტიკური საბჭოს ექსპერტმა ალექსანდერ ვერშბოუმ გაუწია.

ლევან იზორიამ ამერიკელ ექსპერტებს საქართველოს თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმები გააცნო და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა.

დისკუსიაზე აღინიშნა, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, საქართველოსა და აშშ-ის შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს.

ატლანტიკურ საბჭოში განხილვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პერსპექტივა. მხარეებმა ერთმანეთს სტრატეგიული ხედვა გაუზიარეს და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ერთობლივი ძალისხმევაა საჭირო.