თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას ესაუბრა
სატელეფონო საუბარი შედგა საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებს შორის. ირაკლი ჩიქოვანმა ზაქირ ჰასანოვთან საუბრისას შეშფოთება გამოთქვა ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც რამდენიმე მოქალაქე დაშავდა. მხარეებმა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, რეგიონში არსებული ვითარება და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა ასევე ისაუბრეს ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის განვითარებაზე.