თავდაცვის მინისტრი ავღანეთში

ირაკლი ღარიბაშვილმა მაზარ-ი-შარიფში, ბაგრამსა და ქაბულში მდებარე სამხედრო ბაზებზე დისლოცირებული ქართველი მშვიდობისმყოფელები მოინახულა.

ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილმა მაღალი დონის შეხვედრები „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის სამხედრო მაღალჩინოსნებთან გამართა, სადაც ყურადღება ავღანეთში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, სტაბილურობის გაძლიერებაში ქართველი სამხედროების წვლილსა და მათ პროფესიონალიზმზე გამახვილდა.