თავდაცვის მინისტრების შეხვედრა პარიზში

საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიისა და პოლონეთის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართა. ხუთი ქვეყნის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა ევროპის უსაფრთხოების საკითხი განიხილეს. შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ უკრაინის მხარდაჭერის ფორმატთან დაკავშირებით კონსენსუსის შესახებ განაცხადა.ლეკორნუს თქმით, გრძელვადიანი უსაფრთხოების რეალური გარანტია იქნება შესაძლებლობები, რომლის მიცემასაც ისინი შეძლებენ უკრაინის არმიისთვის. ხოლო, ამ ეტაპზე 15 ქვეყანაა დაინტერესებული უკრაინისთვის ახალი უსაფრთხოების ფორმატით, რომელიც ითვალისწინებს უკრაინაში ცეცხლის ხანგრძლივი შეწყვეტის გარანტირებას.ლეკორნუმ ასევე განაცხადა, რომ არ უნდა განიხილონ უკრაინის ომის შემდგომი უსაფრთხოება მხოლოდ ევროპული ჯარების იქ განლაგების კონტექსტში.