პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის და ნდობის ჯგუფის წევრებს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში უმასპინძლა. საუბარი შეეხებოდა სასწავლო პროცესის მიმდინარეობას, სასწავლო პროგრამების სპეციფიკასა და იმ ბენეფიტებს, რომლებსაც აკადემიის მსმენელები იღებენ.
დეპუტატებმა სიმულაციური სასწავლო სივრცე, გარე სპორტული და ტაქტიკური სივრცე, ვირტუალური ტირი, თანამედროვე სტანდარტების ახალი ტირი, სიმულაციური სასაზღვრო გამშვები პუნქტი, საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს და შსს-ს არქივი და ის სასტუმრო მოინახულეს, რომელშიც რეგიონიდან კვალიფიკაციის ასამაღლებლად ჩამოსული პოლიციელები ცხოვრობენ.