პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებმა ოკუპირებულ აფხაზეთთან დამაკავშირებელი საოკუპაციო ხაზის, ზუგდიდისა და წალენჯიხის რაიონებში ყველა მონაკვეთი მოინახულეს.
დეპუტატები საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას და სამართალდამცავი უწყებების მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნენ. კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, აღნიშნული საზედამხედველო ვიზიტები მომავალშიც გაგრძელდება. კომიტეტის წევრმა ირაკლი ბერაიამ გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას საქმესთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი.