თავდაცვის კოდექსის განხილვა პარლამენტში

პარლამენტი თავდაცვის კოდექსის მეორე მოსმენით განხილვას დღეიდან იწყებს. დოკუმენტი 45 კანონში ითვალისწინებს ცვლილებებს და 350 გვერდზეა გაწერილი. მთავარი სიახლე ისაა, რომ 2025 წლიდან წვევამდელებს მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო გაიწვევს და წვევამდელები სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გაივლიან. კოდექსს მხარს არ უჭერს ოპოზიციის დიდი ნაწილი. საკანონმდებლო ინიციატივას ყველაზე მწვავედ „გირჩი“ აკრიტიკებს.

მხარეთა პოზიციებს მანანა დევაძე გაგვაცნობს.