თავდაცვის კოდექსის განხილვა - ინტერვიუ იაგო ხვიჩიასთან

პროცედურული ომის ფონზე განიხილავს საქართველოს პარლამენტი თავდაცვის კოდექსს. მომზადებული ცვლილებების შინაარსს ოპოზიცია ეწინააღმდეგება და თავდაცვის სამინისტროს მათი რეკომენდაციების გათვალისწინებას სთხოვს. კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდიან „გირჩის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები. ისინი შეკითხვებით მიმართავენ მომხსენებელს, თავდაცვის მინისტრის მოადგილეს. „ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ ოპოზიცია მიზანმიმართულად აჭიანურებს განხილვას რათა მოხდეს პროექტის დისკრედიტაცია და ცვლილებების მიღება გაჭიანურდეს. არსებული პროცედურით თავდაცვის კოდექსის განხილვა პარლამენტში კიდევ რამდენიმე დღე შეიძლება გაგრძელდეს.

იაგო ხვიჩია – პარლამენტის წევრი, „გირჩის“ ლიდერი