თავდაცვის კოდექსი

თავდაცვის ახალ კოდექსს პლენარულ სხდომაზე ხვალ უყრიან კენჭს.

კანონში დაგეგმილი და 2025 წლიდან ასამოქმედებელი ცვლილებების მთავარი მოწინააღმდეგე „გირჩია“, რომელმაც წლების წინ სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის ასარიდებლად და მის გადასავადებლად რელიგიური ორგანიზაცია შექმნა. სწორედ სამხედრო სამსახურში გაწვევის ახალ სტანდარტებს ადგენს და მისგან თავის დასაღწევად სივრცეს აღარ ტოვებს ახალი კოდექსი. წვევამდელები სავალდებულო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გაივლიან. ფინური და ბალტიის ქვეყნების მოდელის მიხედვით მომზადებული კანონპროექტი სამხედრო სამსახურის ერთჯერად გადავადებას, ასევე ჯარისკაცების სოციალური პირობების გაუმჯობესებასაც გულისხმობს.