თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის 10 წლის იუბილე
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლამ 10 წლის იუბილე აღნიშნა. საიუბილეო ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ სიტყვით მიმართა. მან 10-წლიანი საქმიანობის შედეგებსა და მიღწევებზე ისაუბრა და სამომავლოდ წარმატებები უსურვა. დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დირექტორმა თეა ნიკოლაშვილმა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ხელმძღვანელმა, ამალ ბაჰადურმა. ღონისძიების ფარგლებში თავდაცვის მინისტრის მოადგილემ უწყებრივი მედლებით სკოლის თანამშრომლები დააჯილდოვა.