თავდაცვის ძალების წარმომადგენლების დაჯილდოება
საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, თავდაცვის ძალების რვა წარმომადგენელს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა. პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პირველი პირები და თავდაცვის ძალების მეთაური ესწრებოდნენ. სამშობლოსა და ერის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი. საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში – თავდაცვის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ღირსების ორდენით და მედლებით დაჯილდოვდნენ თავდაცვის ძალების სხვა წარმომადგენლები.