თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ანაკლიის ბანაკში
ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ესტუმრნენ და სტუდენტებს ქართული ჯარის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.
ახალგაზრდებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს თავდაცვის ძალების ისტორიის, სამხედრო სწავლებების, საქართველოს ეროვნული გმირების, სამხედრო განათლებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობების შესახებ. სამხედრო მოსამსახურეებმა ახალგაზრდებს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში პირობები და არსებული ბენეფიტები გააცნეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მოგვიანებით, სტუდენტებმა ბანაკის ტერიტორიაზე გამოფენილი თავდაცვის ძალების ტექნიკა, შეიარაღება და სამხედრო აღჭურვილობა დაათვალიერეს.
ახალგაზრდული ბანაკები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით ხორციელდება, რომლის მიზანიც ახალგაზრდა თაობისთვის აქტიური დასვენების შესაძლებლობების შექმნა, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებაა.