საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადა დაარსებიდან 32 წელს აღნიშნავს.
ღონისძიება გორში, ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილზე ჩატარდა. პირად შემადგენლობას პირველი ბრიგადის იუბილე ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელ პირებთან ერთად მიულოცა. ბრიგადის დაარსების დღესთან დაკავშირებით პირადი შემადგენლობა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის სამსახურეობრივი საშტატო იარაღით, უწყებრივი მედლებით – „სამშობლოსათვის თავდადებული“, „გენერალი კვინიტაძე“, „გიორგი ანწუხელიძე“ და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდა. ღონისძიებაზე სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ. მათთვის ღია კარის დღე მოეწყო. სამხედროების ოჯახის წევრები ბრიგადის ინფრასტრუქტურას გაეცნენ და ბაზაზე გამოფენილი ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს.