თავდაცვის ძალების ლოჯისტიკის დღე

25 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების ლოჯისტიკის დღეა. პირად შემადგენლობას დღევანდელი დღე თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, პაატა პატიაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა, გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს.

ვარციხეში თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიით გაგრძელდა. სამხედრო მოსამსახურეები საშტატო იარაღებითა და უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდნენ. ღონისძიების დასასრულს, სტუმრებს ინფრასტრუქტურის, ტექნიკისა და შეიარაღების დათვალიერების შესაძლებლობაც ჰქონდათ.