თავდაცვის ძალების დღე

დღეს საქართველოს თავდაცვის ძალების დღეა – ზუსტად 31 წლის წინ, 30 აპრილს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში წვევამდელები სავალდებულო სამხედრო სამსახურში პირველად გაიწვიეს. სწორედ ეს მოვლენა გახდა საქართველოს თავდაცვის ძალების დღის შექმნის საფუძველი. 31 წლის იუბილე თავდაცვის ძალებმა ვაზიანში, IV ქვეითი ბრიგადის ბაზაზე აღნიშნეს.

ღონისძიების დასასრულს, სტუმრებმა სამწყობრო მოედანზე გამოფენილი საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ქართული და უცხოური ტექნიკა და შეიარაღება დაათვალიერეს.

საქართველოს პირველი არხი გილოცავთ ქართველ ჯარისკაცებს პროფესიულ დღეს, დეტალები კი ნახეთ გენო ოსიყმაშვილისა და ვაკო ფარსადანიშვილის რეპორტაჟში.