თავდაცვის ძალების ათწლიანი გეგმა

თავდაცვის ძალების მეთაურმა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს თავდაცვის ძალების განვითარების ათწლიანი გეგმა წარუდგინა. კომიტეტის სხდომაზე მოსმენა დახურულ ფორმატში გაიმართა, გენერალ-მაიორმა, გიორგი მათიაშვილმა დეპუტატების კითხვებსაც უპასუხა. თავდაცვის ძალების განვითარების ათწლიანი გეგმის დეტალებზე მხარეები საჯაროდ არ საუბრობენ და განმარტავენ, რომ საქართველოს მაღალი მზადყოფნისა და სტანდარტების თავდაცვის ძალები ჰყავს, რომლის მიზანიც არის მაქსიმალურად უპასუხოს არსებულ რისკებსა და გამოწვევებს. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ თავდაცვის ძალების გეგმებამდე უწყებამ თავდაცვის ეროვნული სტრატეგია უნდა შეიმუშაოს.