თავდაცვის ძალების 35 წლის იუბილე

1991 წლის 30 აპრილი – დღე, როდესაც ქვეყნის ეროვნულმა გვარდიამ პირველი წვევამდელები მიიღო.

საქართველოს თავდაცვის ძალები 35-ე იუბილეს აღნიშნავს. 35 წლის წინ, სწორედ ამ დღეს თბილისში პირველი აღლუმი გაიმართა და ქართველმა ჯარისკაცებმა სამშობლოს წინაშე ფიცი დადეს. თავდაცვის ძალების დაბადების დღე ტრადიციულად ვაზიანის სამხედრო ბაზაზე აღინიშნა. საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ისტორიული მნიშვნელობის თარიღი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს. სიტყვით გამოსვლებში აქცენტირებული იყო ქართველი ჯარისკაცების განსაკუთრებული ღვაწლი ქვეყნის დამოუკიდებლობის, ეროვნული ინტერესებისა და სუვერენიტეტის დაცვის პროცესში. ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ქართველი სამხედროების მნიშვნელოვან კონტრიბუციაზე. თავდაცვის ძალების დღე და 35 წლიანი ისტორია – ნახეთ გენო ოსიყმაშვილის რეპორტაჟში.