თავდაცვის ძალები ვაქცინაციის პროცესში

კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად ჩაერთო თავდაცის ძალები.

სამხედროების დახმარებით, დიღომსა და სამგორში საველე ჰოსპიტლები მოეწყო. პრემიერის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, თავდაცვის სამინისტროს მიერ უკვე გამოიყო გარკვეული რესურსები პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესის მხარდასაჭერად. ამ ეტაპზე, თავდაცვის სამინისტრომ ასეულობით საწოლი გადასცა ჯანდაცვის სამინისტროს. თავდაცვის უწყების მხრიდან გამოითქვა მზაობა საჭიროების შემთხვევაში, „დელტას“ ბაზაზე ყოველთვიურად დამატებით ათასამდე საწოლი დამზადდეს. სამინისტროს მიერ შეიქმნა  მობილური სამხედრო-სამედიცინო ჯგუფები, რომლებიც საჭიროების შესაბამისად ჩაერთვებიან პროცესებში. აღნიშნული ჯგუფები ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციით უზრუნველყოფენ ვაქცინაციის პროცესის ხელმისაწვდომობას იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ვერ ახერხებენ არსებული ვაქცინაციის ლოკაციებით სარგებლობას.