თავდაცვის აკადემიის საკანდიდატო კურსი

18:30, 20.08.2026

საქართველოს თავდაცვის ძალებს ლეიტენანტთა ახალი ნაკადი შეემატა.

ეროვნული თავდაცვის აკადემია ბაკალავრიატის 74-მა იუნკერმა და უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსის 28 კურსდამთავრებულმა დაასრულა. საზეიმო ღონისძიება გორში, აკადემიის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას, თავდაცვის  მინისტრმა თავდაცვის ძალებისთვის ეროვნული თავდაცვის აკადემიის მნიშვნელობაზე ისაუბრა. კურსდამთავრებულებს დიპლომები, ხოლო წარჩინებულ იუნკრებს ფასიანი საჩუქრები გადაეცათ; სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის აკადემიის პირადი შემადგენლობა უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდა.

მსგავსი