თავდაცვის აკადემიის იუნკერების სიმბოლური გარბენი

ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკრებმა, 1921 წელს კოჯორ-ტაბახმელას ტერიტორიაზე დაღუპული იუნკერები გაიხსენეს. ახალგაზრდებმა კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში გმირულად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სიმბოლურად 1921-მეტრი გაირბინეს და მემორიალთან მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. იუნკრებმა კოჯორში შემორჩენილი სანგრები დაათვალიერეს და 1921 წლის საბრძოლო მოქმედებების შესახებ აკადემიის სამხედრო ისტორიკოსის, გიორგი ბერიძის ლექცია მოისმინეს.
იუნკერები 1921 წლის თებერვალში, საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ, კოჯორთან და ტაბახმელასთან იბრძოდნენ.