თავაძის შეწყალების საქმე

ბარნოვის 77-ში მომხდარ შემზარავ მკვლელობაში ბრალდებულის და ნარკოდანაშაულის ორგანიზებისთვის დაკავებული პირის შემდეგ პრეზიდენტს განმარტებების გაკეთება შეწყალების კიდევ ერთი აქტის გამო უწევს.

ამჯერად საქმე ეხება პირს, რომელიც გიორგი მარგველაშვილმა სასამართლო დავის დასრულებამდე შეიწყალა. იყო თუ არა ნიკოლოზ თავაძის საქმეზე შეწყალების კომისიას, პროკურატურას და სასჯელაღსრულების სამინისტროს შორის კომუნიკაცია – ამ თემაზე მხარეები ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ.