ტატუნაშვილის საქმის რეზოლუციის პროექტზე კონსულტაციები მიმდინარეობს

არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტზე კონსულტაციები კვლავ მიმდინარეობს. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ დოკუმენტის თაობაზე ტექნიკური და სამართლებრივი დეტალები არსებობს, რაც პასუხის გაცემას საჭიროებს.

მმართველ გუნდში არ გამორიცხავენ, რომ რეზოლუციის ერთიან ტექსტზე შეთანხმებას კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდეს. უმრავლესობის საპასუხოდ, ნაციონალურ მოძრაობაში აღნიშნავენ, რომ ხელისუფლება დოკუმენტის მიღებას აჭიანურებს და მიზეზი რუსეთისთვის დასაწესებელი სანქციებია.