ტატუნაშვილის საქმეზე რეზოლუციის პროექტს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა

ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით მომზადებულ რეზოლუციის პროექტს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა. სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა.

საკითხზე უმრავლესობასა და ევროპულ საქართველოს შორის პოლიტიკური კონსულტაციები დასრულდა და მხარეები ყველა პრინციპულ საკითხზე შეთანხმდნენ.

ცნობილია, რომ დოკუმენტს არ ექნება ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერა.

უკვე 21 მარტს დოკუმენტს კენჭს პლენარულ სხდომაზე უყრიან.