ტატუნაშვილის საქმეზე რეზოლუციის პროექტი მიმდინარე სასესიო კვირას დამტკიცდება

საქართველოს პარლამენტი მიმდინარე სასესიო კვირას არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე რეზოლუციის პროექტს დაამტკიცებს.

მმართველი გუნდის მიერ მომზადებული დოკუმენტი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე შევიდა. რეზოლუციის მიხედვით, პარლამენტი საერთაშორისო თანამეგობრობას შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს, რათა ოჯახს ტატუნაშვილის ცხედარი გადაეცეს.

ამასთან, პარლამენტი დოკუმენტით ასევე მოითხოვს, საქართველოს მოქალაქეებს – ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთის შესაძლებლობა მიეცეთ. საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით, რეზოლუციაში გაკეთებულია მკაცრი შეფასებები როგორც არჩილ ტატუნაშვილის, ასევე გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით.

რეზოლუციაში კონკრეტული მოთხოვნებია, რომელიც ეხება ცხედრის გადმოცემის, გამოძიების ჩატარების და საერთაშორისო მონიტორინგის საკითხს.