სასულიერო პირებმა ტატუნაშვილის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს

ამ დრომდე გაურკვეველია, როდის გადმოასვენებენ ოკუპირებული ცხინვალიდან არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს. დროებითი მოთავსების იზოლატორში, გაურკვეველ ვითარებაში დაღუპულის ოჯახს საზოგადოების წარმომადგენლები და ოფიციალური პირები დილიდან კვლავ უსამძიმრებენ.

არსებული ინფორმაციით, დეფაქტო რეჟიმმა ცხინვალში ინფორმაციის გაცემაზე შეზღუდვები დააწესა.

თემაზე საუბარს გურამ როგავა განაგრძობს.