ტატუნაშვილის საქმე

არჩილ ტატუნაშვილის წამებასა და გარდაცვალებას შორის მიზეზშედეგობრივი კავშირი დადგენილია.

„მოამბემ“ დღეს ექსკლუზიურად მოიპოვა სამხარაულის სახელობის ეროვნულ ბიუროში ჩატარებული კომისიური დასკვნა. დასკვნაში წერია, რომ ტატუნაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები უნდა შეფასდეს როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის, რასაც შედეგად მოჰყვა სიკვდილი.

აღნიშნულ დოკუმენტაციას ადვოკატები უკვე სტრასბურში წარადგენენ.