ტატუნაშვილის მკვლელობის საქმე

3 თვის წინ მომხდარი არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საერთაშორისო დონეზე განხილვა და სტარსბურგის სასამართლოში წარსადგენი სარჩელის მომზადების საკითხი მწვავე განხილვის და კრიტიკის თემა იყო დღეს პარლამენტში.

ოპოზიცია უმრავლესობისაგან პასუხებს ითხოვს, თუმცა ერთ საკითხზე ორივე მხარე თანხმდება, – საქართველოს მოქალაქის  მკვლელობაზე რუსეთმა სამართლებრივი პასუხი უნდა აგოს.