ტატუნაშვილის მკვლელობის საქმე

კიდევ ერთი გმირი ჯარისკაცის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სამხარაულის კომისიის დასკვანაზე დამატებით განმარტებას აკეთებს შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრი. კომენტარი გააკეთა თავდაცვის მინისტრმაც. დოკუმენტში წერია, რომ ქართველი ჯარისკაცის  სხეულზე არსებული დაზიანებები ერთობლიობაში უნდა შეფასდეს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო და მძიმე ხარისხის, რასაც შედეგად სიკვდილი მოჰყვა.

დასკვნაში წერია მრავლობითი ღია მოტეხილობებისა და სისხლჩაქცევების შესახებ, სულ 100-მდე დაზიანებაზე, რომელებიც სიცოცხლის დროს არის მიყენებული. დოკუმენტი მნიშვნელოვანი იქნება სტრასბურგში სახელმწიფოთაშორისი დავისთვის, რომელზეც მუშაობაც ჯერ ისევ გრძელდება.