ტატუნაშვილის მკვლელობის საქმე

სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა კიდევ ერთი გახმაურებული საქმის ფიგურანტების მიმართაც. არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის თანამონაწილეებს,  დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდეს. საუბარია ორ ე.წ. სამართალდამცველზე.  საგამოძიებო მასალების მიხედვით,  ახალგორში შესული ტატუნაშვილი მათ ჯერ დააკავეს, შემდეგ კი ე.წ. უშიშროების სამსახურის თანამშრომლებს გადასცეს, რომლებმაც 100-მდე დაზიანება მიაყენეს და მოკლეს. პროკურატურა ახლა წამებაში მონაწილე პირების იდენტიფიცირებას ცდილობს.

დატოვე კომენტარი