ტატუნაშვილის გარდაცვალების საქმე

საოკუპაციო ძალების კიდევ ერთი მსხვერპლი და ბუნდოვანებით მოცული საქმე. 34 წლის არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების მიზნით ერგნეთში გამართული შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

ამ დრომდე ოკუპირებულ რეგიონში რჩება ის ორი მოქალაქეც, რომლებიც ოკუპანტებმა 22 თებერვალს ტატუნაშვილთან ერთად გაიტაცეს. საოკუპაციო რეჟიმის ვერსიას, რომლის მიხედვით, 34 წლის არჩილ ტატუნაშვილი გულის უკმარისობის და კიბეზე დაგორების გამო გარდაიცვალა, ოჯახი და ოფიციალური თბილისი უნდობლობას უცხადებს და გამოძიებაში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვას ითხოვს.

კიდევ ერთი მოთხოვნა ოკუპირებულ რეგიონში საერთაშორისო მისიების დაშვებაა. ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ეხმაურებიან.

საკითხი განხილვის მთავარი თემა იყო ჟენევაშიც, სადაც დღეს საქართველოს პირველ დიპლომატს მოუსმინეს.