ტატუნაშვილის გარდაცვალების საქმე

საერთაშორისო ზეწოლის მიუხედავად, საოკუპაციო რეჟიმი პოზიციას არ ცვლის.

ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან გამართულ შეხვედრაზე დე-ფაქტო პრეზიდენტმა თქვა, რომ არჩილ ტატუნაშვილს ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გადმოასვენებენ. თარიღი არ დაუკონკრეტებია, თუმცა ექსპერტიზაზე საუბრის დროს ბიბილოვმა ახსენა ერთი თვე.

არაღიარებული რეჟიმის პროვოკაციული განცხადებები ოფიციალურ თბილისს კიდევ ერთხელ არწმუნებს, რომ 34 წლის მამაკაცი ნაწამებია. როგორც ირკვევა, დე-ფაქტო ხელისუფლებას პრეტენზიები საპატრიარქოდან 2 მარტს გაგზავნილი წერილის გამოც აქვს.