ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების საკითხში რუსეთის პატრიარქი ჩაერთო

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების საკითხში რუსეთის პატრიარქი ჩაერთო. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის საპატრიარქომ დაადასტურა, რომელიც ილია მეორის წერილის საპასუხოდ საქართველოს საპატრიარქოს დაუკავშირდა.

რუსეთის პატრიარქი აცხადებს, რომ ილია მეორის თხოვნით უკვე ჩაერთო ცხედრის გადმოცემის საკითხში და ყოველმხრივ ეცდება, ეს მაქსიმალურად მოკლე დროში განხორციელდეს.

საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის მოპოვებული ინფორმაციით, ცხედარი ექსპერტიზაზეა და მას საერთაშორისო ორგანიზაცია წითელი ჯვარი ჩამოასვენებს.

რა ინფორმაციას ფლობს ახალგორის გამგებელი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების თარიღზე, მარიამ სეთურიძე ჩაგვერთვება ამ ინფორმაციით პირდაპირ ეთერში.