ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება

26 დღიანი მოლოდი დასრულდა. არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს უბრუნდება.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ წითელი ჯვრის მისიას გარდაცვლილი ქართველი სამხედრო და რუსეთის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გადასცა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ გარდაცვალება გულის მწვავე უკმარისობამ გამოიწვია. მარიონეტული რეჟიმის მიერ გავრცელებული ვერსიის არ სჯერათ თბილისში.

ცხედრის გადმოსვენება ერგნეთის საგუშაგოდან ამ წუთებში ხდება, სადაც მთავრობის წევრები, სამართალდამცველები და ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები იმყოფებიან.

ნინო ფისაძე მუშაობს ადგილზე.