ტატო კოტეტიშვილის იუბილე

ამ რეჟისორს მის თაობაში ყველაზე ნიჭიერად და სიახლეების მაძიებლად მიიჩნევენ. შეფასებების დროს კი ყველა ხაზს უსვამს, რომ ის კინოში განსაკუთრებულ ატნოსფეროს ქმნიდა.

რეჟისორს, რომლის მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებში მთავარ როლს ძირითადად ლევან აბაშიძე ასრულებდა, დღეს იუბილე აქვს. ტატო კოტეტიშვილი 60 წლის გახდებოდა. კოლეგები ამბობენ, რომ მისი ფილმები გარშემო მიმდინარე მოვლენებზე პოზიციის გამოხატვა იყო. კოტეტიშვილმა ყურადღება ჯერ კიდევ საკურსო ფილმით მიიქცია, მას მოჰყვა პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „ანემია”  საბჭოთა რეჟიმის და სიყალბის წინააღმდეგ.

ლიზა ციციშვილის რეპორტაჟში კინო-რეჟოსორს მეგობრები იხსენებენ.