ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონია

21:04, 07.10.2026

ტატო გრიგალაშვილი – პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელიც მსოფლიოს უკვე ოთხგზის ჩემპიონია.

ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე საშეჯიბრო დღეს გრიგალაშვილმა ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. დაძაბული ორთაბრძოლების შემდეგ ქართველმა ძიუდოისტმა ფინალურ შეხვედრაში აზერბაიჯანელი მეტოქე ზელიმ ცკაევი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეოთხედ მოიპოვა.

დაძაბული იყო გზა ფინალურ ბლოკამდეც – გრიგალაშვილმა მეთექვსმეტედფინალში, მერვედფინალში, მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში არაბ, შვეიცარიელ, სლოვენიელ და სერბ მეტოქეებს სძლია. აზერბაიჯანის დედაქალაქში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს უკვე სამი მედალი აქვს მიღებული. ხვალ ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე 90კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებენ.

მსგავსი