ტარიელ ხარხელაურის 80 წლის იუბილე
„კაცი, რომელიც ჰგავდა თავის თავს“ – ამ სახელწოდებით რუსთაველის თეატრში ტარიელ ხარხელაურის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მაყურებელმა დოკუმენტურ მასალაზე შექმნილი ვიდეორგოლები იხილა, რომლებშიც პოეტის, მისი ახლო მეგობრების თუ სხვა საზოგადო მოღვაწეების ინტერვიუები იყო წარმოდგენილი. გაიხსენეს პოეტის შემოქმედებითი ცხოვრების გარკვეული ეტაპები. ღონისძიების ფარგლებში შესრულდა ტარიელ ხარხელაურის ლექსებზე შექმნილი სიმღერებიც. მაყურებლის წინაშე ასევე წარდგნენ მოზარდ მაყურებელთა თეატრი ,,მარჯანიშვილები”, კვარტეტი ,,რანინა” და სხვები.