ტარიელ ჭანტურია გარდაიცვალა 

21:59, 08.07.2026

94 წლის ასაკში ცნობილი ქართველი პოეტი, ტარიელ ჭანტურია გარდაიცვალა. პირველი კრებული ავტორმა 1964 წელს გამოსცა. მრავალწლიანი ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობის პერიოდში პოეტს არაერთი კრებული აქვს გამოცემული, მისი შემოქმედება თარგმნილია რამდენიმე ენაზე. მას ეკუთნის საბავშვო ლექსების კრებულებიც. არის არაერთი პუბლიკაციისა და წერილის ავტორი. ტარიელ ჭანტურია სიცოცხლის ბოლო წლებშიც აქტიურ შემოქმედებით საქმიანობას ეწეოდა.

მსგავსი