თარგამაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა

18:24, 15.04.2025

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს, გივი თარგამაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიებად, გირაოს სახით 10 000 ლარი შეუფარდა.

აღნიშნული ოდენობის გირაო პროკურორმა მოითხოვა. თარგამაძეს სისხლის სამართლის კოდექსის, 349-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. გივი თარგამაძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომოსიის სხდომაზე 3 აპრილს იყო გამოძახებული, თუმცა იმ არგუმენტით, რომ პარლამენტის ლეგიტიმურობას არ ცნობს, გამოკითხვაზე არ გამოცხადდა.

მსგავსი