ტაქტიკური სწავლება
სიმონეთში უფროსი ლეიტენანტის, მუხრან შუკვანის სახელობის სასროლეთზე ათეულის დონის ტაქტიკური სწავლება ჩატარდა. წვრთნაში მონაწილეობდნენ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ექვსი თვის ვადით გაწვეული წვევამდელები, რომლებიც სამხედრო სამსახურს დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის შემადგენლობაში გადიან. სწავლების მიზანი მოწინააღმდეგის ძირითადი ძალების განეიტრალება იყო.