ტაქტიკური სწავლება

15:21, 18.09.2025

ვაზიანის სასროლეთზე 6 თვის ვადით გაწვეულმა წვევამდელებმა ოცეულის დონის ტაქტიკური სწავლება ჩაატარეს. წვრთნაში მონაწილეობდნენ წვევამდელები, რომლებიც სამხედრო სამსახურს აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადის 43-ე ბატალიონის შემადგენლობაში გადიან. სწავლების მიზანს მოწინააღმდეგის ძირითადი ძალების განეიტრალება წარმოადგენდა. წვევამდელების მთავარი ამოცანა პოტენციური მოწინააღმდეგის ბლოკირების, შეყოვნებისა და კონტრშეტევაზე გადასვლის კომპონენტების შესრულება იყო. 43-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს მხარს უჭერდნენ სატანკო, საინჟინრო, ჰაერსაწინააღმდეგო და საარტილერიო ქვედანაყოფები.

მსგავსი